LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამის ეკონომიკის განვითარება თბილისში – პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს

51

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრს ვსაუბრობდი, ეს არის ღამის ეკონომიკა. მე მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის სიახლე.

ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვიტარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე და უბნებზე, ამ პროექტის განხორციელების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ გარე უბნებშიც და გავაცოცხლოთ ისეთი უბნები, სადაც ჯერ არაა ისეთი მდგომარება რომელიც ყველას გვინდა,”- განაცხადა კახა კალაძემ და სერგი გვარჯალაძეს პროექტის განხორციელების პროცესში წარმატებები უსურვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g