LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო წესების დარღვევისთვის მხოლოდ ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება

94

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება არა ავტომანქანის მინდობილობით მფლობელი, არამედ ის პირი, ვის სახელზეც ავტოსანტრანსპორტოსაშუალებაა რეგისტრირებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

არსოშვილის განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გაითავისოს თავისი ვალდებულებები, ამ შემთხვევაში მძღოლები, რომლებსაც ანდეს მანქანა, მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა იყვნენ, რათა არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები.

ჯარიმა ავტომობილის მფლობელზე გამოიწერება ფოტო და ვიდეო კამერებით დაფიქსირებული  დარღვევის შემთხვევაში.

„ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, გახლავთ შიდა ტრანზიტული ნომრები. შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშნებზე ხდება ასევე ფოტო-ვიდეო დაჯარიმება. ასე რომ, ნებისმიერი მძღოლი, ვინც მართავს შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშნით ავტოტრანსპორტს, უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, რომ დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და თავიდან აირიდოს ფოტო-ვიდეო დაჯარიმება“, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

შეგახსენებთ, შსს-მ ვიდეოჯარიმის ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g