LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტნიორი ქვეყნის მხრიდან კრიტიკის ისეთ ნიაღვარს ვერ ვიხსენებ, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს იღებს: ბადრი ჯაფარიძე

36
ბადრი ჯაფარიძე

პარტნიორი ქვეყნის მხრიდან კრიტიკის ისეთ ნიაღვარს ვერ ვიხსენებ, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს იღებს და როგორ არაადეკვატურ რეაგირებას ახორციელებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

“ეს არის ცეცხლთან თამაში, სრულიად უპასუხისმგებლო ქცევაა, როცა მმართველი ძალა სასწორზე აგდებს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობას, რათა როგორმე შეინარჩუნოს სრული კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე “

მისივე თქმით, მმართველი გუნდი სასწორზე აგდებს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობას, რაც უპასუხისმგებლო ქცევაა.

„ეს არის ცეცხლთან თამაში, სრულიად უპასუხისმგებლო ქცევაა, როცა მმართველი ძალა სასწორზე აგდებს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობას, რათა როგორმე შეინარჩუნოს სრული კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე და პასუხი არ აგოს იმაზე, რომ მიმდინარეობდა 5 ივლისს სისტემური ორგანიზებული დევნა მედიაზე. „ქართული ოცნება“ გონს თუ არ მოეგება და ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადადგამს, რა თქმა უნდა, ეს შეფასებები კონკრეტულ ნაბიჯებად გარდაიქმნება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სენატორი ჯიმ რიში საქართველოში “უკან გადადგმული ნაბიჯებით” შეშფოთებულია

როგორც სენატორმა რიშმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტი ჟურნალისტს სცემეს – ერთი მათგანი კი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ჯიმ რიშმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.

mazda magti 5g