LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია წულუკიანს: „აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას, სჯობს დაუყოვნებლივ დააბრუნოთ მიკროფონი“

93
ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმედებაზე, ტელეკომპანია პროკურატურას აუცილებლად მიმართავს  და სჯობს წულუკიანმა მიკროფონი დააბრუნოს.

„ეს საქციელი არის ორი დანაშაულის შემცველი. ერთი ეს არის ძარცვა, პირდაპირ ღია ძარცვა, მეორე არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ორივე ერთად სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში საკმაოდ ბევრ წელს ითვალისწინებს და ქალბატონო წულუკიანო, ჩვენ მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას ამ მიკროფონის ძარცვის გამო, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამო.

ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ეს მიკროფონი, ამიტომ სჯობს, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნოთ იმიტომ, რომ ამ დანაშაულების ხანდაზმულობა გავრცელდება მათ შორის იმ დროზე, როცა თქვენ მინისტრი არ იქნებით და ნამდვილად არ გისურვებთ, რომ საკუთარი წლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატაროთ, თან ასეთი კომიკური მიზეზით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g