LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საძირკველი ეყრება იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელსაც, დიდი ალბათობით, 2 ოქტომბრის არჩევნების გარშემო ვიხილავთ: პაპუაშვილი

74
შალვა პაპუაშვილი

“ხდება საძირკველის ჩაყრა იმ დეზინფორმაციული კამპანიის, რომელსაც, დიდი ალბათობით, 2 ოქტომბრის არჩევნების გარშემო ვიხილავთ. ეს საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია. როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილი ემზადება იმისთვის, რომ იგივე სცენარი გაათამაშოს.” – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის, თუ რა პროცედურებით უნდა მოხდეს კანდიდატების განხილვა და შეთავაზება, ყველა პროცედურა იყო შეთანხმებული და ოპოზიციასთან ერთად მიღებული:

“ის ფაქტი, რომ საარჩევნო რეფორმის პროცესში, ერთობლივად შეთანხმებული პროცედურა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის, კერძოდ, პრეზიდენტთან არსებული კომისია როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, რა პროცედურებით უნდა მოხდეს კანდიდატების განხილვა და შეთავაზება, ყველა ეს პროცედურა იქნა შეთანხმებული, ოპოზიციასთან ერთად მიღებული, ყველამ ტაში დაუკრა, შიგნით და გარეთ.

ახლა რას ვხედავთ? სწორედ ამ პროცედურით და ამ კომისიის მიერ, პრეზიდენტის შემდეგ წარმოდგენილ ორ კანდიდატს ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე ოპოზიცია უცხადებს ბოიკოტს. რა არის ეს, თუ არა მზადება იმისთვის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვან, ცესკოს თავმჯდომარე არ იყო ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი, ამიტომ, ეს უკვე ლეგიტიმაციის კუთხით, ეჭვს იწვევს.

ხდება საძირკველის ჩაყრა, იმ დეზინფორმაციული კამპანიის, რომელსაც დიდი ალბათობით, 2 ოქტომბრის არჩევნების გარშემო ვიხილავთ. ეს საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია. როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილი ემზადება იმისთვის, რომ იგივე სცენარი გაათამაშოს.” – თქვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g