საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპილარიზაციის მიზნით Forbes America სტატიას მოამზადებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაღალრეიტინგული გამოცემა Forbes-ის წარმომადგენელისათვის პრეს-ტური გამართა.
Forbes-ის ჟურნალისტმა რანა ბელინდა გუდმა ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისი, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, მესტია, უშგული, ონი, ამბროლაური, ნიკორწმინდა და შაორი მოინახულა.