ყოველ წამს უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს საინვესტიციო გარემოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული” აცხადებს. მისი განმარტებით, რეიტინგებში საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ყოფნა, თვითკმაყოფილების საშუალებას არ გვაძლევს.
„გამოწვევები დიდია, თუნდაც შიდა პოლიტიკური ვითარება. ვინც დღეს ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარედან ინსპირირებული, რაიმე ზიანს მიაყენებს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის განცდას ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის – ის არის ქვეყნის, ხელისუფლებისა და მოსახლეობის მტერი. რა თქმა უნდა, ძალიან ვუფრთხილდებით ტურიზმს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკის აღდგენისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გარკვეული რეგიონებისთვის ვიყოთ გახსნილი და მიმზიდველი, რასაც ასევე უნდა გავუფრთხილდეთ. ამისთვის სრულიად მთავრობა მობილიზებული და მოტივირებულია,” – აღნიშნავს ნათია თურნავა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული”.