LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ს აღემატება, 15 სექტემბრამდე სამედიცინო კაბინეტები უნდა მოეწყოს

115
1

იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 1000-ს აღემატება, განათლების სამინისტრომ 2021 წლის 15 სექტემბრამდე სამედიცინო კაბინეტები უნდა მოაწყოს.

ამის შესახებ უწყებიდან “ინტერპრესნიუსს” გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

როგორც სამინისტროში ამბობენ, ამ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი 607 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს და 509 სკოლის ექიმია დასაქმებული:

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N1238667 ბრძანებით დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (საჯარო სკოლის) ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით შერჩეული საჯარო სკოლების სია, რომლის მიხედვითაც ამ ეტაპზე 607 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი და დასაქმებულია 509 სკოლის ექიმი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მუშაობა სკოლის ექიმის სტანდარტზე. ასევე გაცნობებთ, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის (თბილისი, 30 მარტი 2021 წ. N417-IVმს-Xმპ) მეორე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებშიც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ს აღემატება, უზრუნველყოფს სამედიცინო კაბინეტების მოწყობას 2021 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო დანარჩენ ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულელებში 2022 წლის 15 სექტემბრამდე.” – აღნიშნულია IPN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g