აუცილებელია საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
„ევროპული საქართველოს” ლიდერები საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ერგნეთში იმყოფებოდნენ, მათ რუსეთის აგრესორობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს – საქართველოს ოკუპაციის საკითხი წამოწიონ და რუსეთზე ზეწოლა, მათ ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, გააძლიერონ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის თქმით, ქვეყნის დეოკუპაცია საერთაშორისო ასპარეზზე , დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის გარეშე, შეუძლებელია.