LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო” – მაშველებმა გარდაბანში 17 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

155
მტკვარი გარდაბანი

გარდაბანში​, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო და გაუჩინარდა წყალში.

შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ.

ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა.

საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო „ექოლოტი“ მონაწილეობდა,“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი  17 წლის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები