თამუნა თანდაშვილი უკვე ორ კვირაზე მეტია, კორონავირუსს რეანიმაციაში ებრძვის. მისი შემთხვევა ცნობილი გახდა, ვინაიდან ის მეორედ დაინფიცირდა და აცრა ვერ მოასწრო, თუმცა სურვილი ჰქონდა. ახლა ვირუსის მძიმე მიმდინარეობასგან უწევს გამკლავება.
ახლახან თამუნამ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა და აღნიშნა:
“20 დღეა კორონას ვებრძვი
მეორე შტამს, უფრო ვერაგსა და საშიშს, ვიდრე პირველი იყო.
ისევ რეანიმაციაში ვარ, დაფრიალებენ შავი პარკები, რეანიმაციებში კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები ((( სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა
37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი ინეზა და სასულიერო პირი- მამაო. ერთად ვცდილობთ გადარჩენას.
ვინ რა იცის ვინ ვისაე კეთილი, ლაღი, მკაცრი თუ თავისებური ადამიანები ვართ, რა გაგვიკეთებია ან რა უნდა გავაკეთოთ, სამივეს გვინდა სიცოცოცხლე ძალიან და რას არ მივცემდით, ახლა აცრილები რომ ვიყოთ!
სამივე ვიბრძვით დაუნდობლად, ექიმების ხელში ვართ, გულიკო ქილიფთარი მთელი თავისი გუნდით სიკვდილის დარაჯია, კლანჭებით უჭირავს ჩვენნაერი მშიშრები.
აცრილები რომ ვიყოთ, ესე მძიმედ არ ვიქნებოდით. ინეზა მღერის, შვილიშვილი ელოდება, არ დათმობს არაფერს. ესეთი სევდიანი და ოპტიმისტური მელოდია აჩუმებს აგუგუნებულ აპარატებს ((((
? არ მოგიწოდებთ, გთხოვთ, რომ აიცრათ და აქ არ მოხვდეთ”.