LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამოქმედდება

84
3283bde6-6646-4e53-957f-01fe0cb25668

„ვაქცინაციის არეალი ფართოვდება და პროცესში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთვება. უახლოეს მომავალში, იქ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამოქმედდება,“– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კლინიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირების სტატისტიკური მონაცემების ფონზე, საწოლფონდისა და საჭირო სამედიცინო რესურსების მობილიზება დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის კლინიკური ჯგუფის წევრებთან განხილვის ძირითადი საგანი იყო.

უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან მოქმედი პროტოკოლი განიხილა. მათივე ცნობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიზიტისას, მინისტრი იმუნიზაციის პროცესსაც გაეცნო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ადგილზე, დღიურად საშუალოდ 700 ადამიანის ვაქცინაცია ხდება.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგიურ გამოწვევებზე რეაგირების მზადყოფნის შესაფასებლად სტუმრობს.

magti 5g