ანსამბლი „მგზავრები“, რომელიც პანდემიის დაწყებამდე დიდი საგასტროლო ტურნეებით უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში უამრავ მსმენელს საკუთარ შემოქმედებას სთავაზობდა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ ისევ დაუბრუნდა ძველებურ საქმიანობას.
ახლახან მათ კონცერტი ოდესაში გამართეს. ღონისძიებას უამრავი ადამიანი დაესწრო. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, კონცერტმა შესანიშნავად ჩაიარა. 17 აგვისტოს, ოდესაში გამართული კონცერტის შემდეგ ქართულმა ჯგუფმა კიევს მიაშურა, სადაც ასევე დიდი ღონისძიება გაიმართა მათი მონაწილეობით. კონცერტები უკრაინაში 14 აგვისტოს, ხარკოვიდან დაიწყო და 20 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ტურნეს ბოლო კონცერტი ლვოვში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ „მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი, შესამჩნევად არის გამხდარი და ძალიან კარგ ფორმაშია. ეს ბოლოდროინდელ ფოტოებსა და ვიდეოებშიც კარგად ჩანს.