LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არცერთ ჩვენ მეგობარს, რომელთან ერთადაც გავატარეთ კოვიდამდე მთელი დღე, არავის გადაედო, ორივე აცრილები ვართ!” – სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი კოვიდინფიცირებულები არიან

8788
unnamed

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი უკვე მეათე დღეა კოვიდინფიცირებულია. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს კოვიდის დადასტურებიდან მე-10 დღეა! გავდივართ ბოლოში. ვირუსი მარტივად და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. რაც მთავარია, რაზედაც ძალიან ვღელავდით მეც და ზურაც, არცერთ ჩვენ მეგობარს, რომელთან ერთადაც გავატარეთ კოვიდამდე მთელი დღე, არავის გადაედო. ორივე აცრილები ვართ! ვფიქრობ ამან განაპირობა, რომ ეს გზა მარტივად გავიარეთ და სხვა არ დავაინფიცირეთ! ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა, ადამიანები სიკვდილს ებრძვიან. ყოველ დღე უამრავი ადამიანის გარდაცვალებას ვიგებთ. მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, აიცერით თქვენი და თქვენი გარშემო მყოფების გადასარჩენად! ეს არის ერთადერთი გამოსავალი რომ გადავრჩეთ”, – წერს სალომე ღვინიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g