LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილის განცხადებები საგანგაშო ხასიათს იღებს, იმედი მაქვს, ევროკავშირი პერსონალურ სანქციებსაც განახორციელებს: ანა დოლიძე

66
ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის დახმარებასა და სასამართლოსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები საგანგაშო ხასიათს იღებს. მისი შეფასებით, არ შეიძლება ამ განცხადებებთან ზედაპირული მოკიდება.

დოლიძის თქმით, მას იმედი აქვს, ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს განახორციელებს.

„იმედი მაქვს, უფრო სერიოზულ სანქციებსაც განახორციელებს ევროკავშირი, მათ შორის პერსონალურს, რადგან ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოხატული განცხადებები, არამედ არის სერიოზული ნიშანი, რომ ეს ხელისუფლება აპირებს, გადაუხვიოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას, ევროპულ ორიენტაციას.

ამაზე იქით ალბათ უკვე იქნება სერიოზული ავტორიტარული  და ხისტი ზომები, რომლის მიღებასაც ხელისუფლება არჩევნების დროს ან შემდეგ დააპირებს. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი უკვე პერსონალურ სანქციებს მიიღებს, თუნდაც ამ შემადგენლობას ჩამოართმევს ევროკავშირში მგზავრობის უფლებას, რაც შესაძლებელია“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საგარეო ვალის შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავს შეიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g