LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფიას სახელობის სახალხო კლინიკური საავადმყოფო გაიყიდა

160

სახელმწიფო საწარმოების მინიმალიზაციის პროექტის ფარგლებში, შპს ,,აკადემიკოს ე. ფიფიას სახელობის სახალხო კლინიკური საავადმყოფოს“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, 430 000 ლარად გაყიდა.

აუქციონის პირობის მიხედვით მყიდველი ვალდებულია საწარმოს კუთვნილ უძრავ ქონებაზე  სულ მცირე 10 წლის განმავლობაში  უზრუნველყოს სამედიცინო პროფილით  ფუნქციონირება და კლინიკაში ამჟამად  დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-თან შეინარჩუნოს შრომითი ხელშეკრულებები.

სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაცია-მინიმიზაციის პროცესს”, – ნათქვამია „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g