ბოლო პერიოდში გახარიასა და სააკაშვილს შორის საეჭვო კავშირები იკვეთება, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა გახარიას სახე.
„ამის შედეგია ის, რომ უამრავი ადამიანი რომლებიც ფიქრობდნენ თავის დროზე და წამოეგნენ ანკესს, რომ გახარია იყო ქართული ოცნების პროექტი, დარწმუნდნენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ნაბიჯი და გახარიას გუნდს ტოვებენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.