ტურიზმის მსოფლიო დღის მოახლოებასთან ერთად, აშშ-ს საელჩო საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განსავითარებლად, შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი პროექტების ნაწილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ცნობით:
– ამ ზაფხულს USAID-მა საქართველოში ინფლუენსერთა ჯგუფი ჩამოიყვანა, რითიც მსოფლიოში 4 მილიონამდე პოტენციურ ტურისტს ქვეყანა გააცნო.
– უკვე ნახეთ კერამიკული ფილებით შექმნილი ულამაზესი მოზაიკა გორში? ის ხელოვანმა ირინა შოთაძემ მას მერე შექმნა, რაც USAID-ი კერამიკის ღუმელის შეძენაში დაეხმარა. ახალი ღუმელის დახმარებით მან 1001 მოხატული ფილა საჯაროდ გამოფინა და ის უკვე პოპულარული ადგილი გახდა გორში.
– ასევე, USAID-მა მხარი დაუჭირა ახალ ინფრასტრუქტურებს 15 მუზეუმისთვის: შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თუშეთში. ამერიკის მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რეგიონებში უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კვალდაკვალ სამუშაო ადგილების შექმნას, რისი ერთგულიც არის ეს პროექტი.
– USAID-ის მხარდაჭერითვე, დაახლოებით სამასმა „ციფრულმა მისიონერმა” გუგლის პლატფორმებზე ტურისტული ბიზნესები და ძეგლები დაიტანა. ეს ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით მათ გააციფრულეს 3,000-ზე მეტი ადგილმდებარეობა.
– არანაკლებ მნიშვნელოვანია USAID-ის მხარდაჭერით შექმნილი ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რომელიც 15 ბიზნესასოციაციას აერთიანებს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიიდან.