LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მამაჩემიც და ნათიაც დამნაშავეები არიან, რა აზრი აქვს მათ ცხოვრებას” – 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი

90

25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილები, ოჯახში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ.

ისინი ამბობენ, რომ თაკოსთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ და რაც მოხდა, ამაში წვლილი, როგორც მამამისს ასევე მოკლულის დედასაც მიუძღვის.

“ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე დამნაშავეა, ჩვენი, შვილების და შვილიშვილების ცხოვრების დანგრევაში. მამაჩემმაც უნდა მოიკლას თავი და ნათიამაც, მათ ცხოვრებას რა აზრი აქვს, შვილებს, შვილიშვილებს ცხოვრება დაგვინგრიეს. ანგელოზივით გოგო შეიწირეს, ახლა ვიწყებდით ყველაფერს…

ბოლოს მას მკვლელობის დღეს ვესაუბრე და ჩემთან გამოსვლას აპირებდა. საღამოს საათები იყო, მირეკავს ჩემი და, რა ხდება ხო არ იცი, მამას პოლიცია ეძებსო.

არაფერი ვიცოდი. ბოლო პერიოდში მამასთან ურთიერთობა იშვიათად მქონდა, პირადი უთანხმოების გამო. შემდეგ ახლობლის მესიჯი მომივიდა, რომ თაკოზე ასე ამბობენო და ხომ არ იცი რა მოხდაო. როგორია ეს დაიჯერო?! თან მითუმეტეს, როდესაც ვიგებ, რომ ეს ყველაფერი მამაჩემის გაკეთებულია” – განაცხადა ლიკა ბაქრაძემ გადაცემაში “360 გრადუსი”.

 

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ვეფხია ბაქრაძის შვილებს ამასთან დაკავშირებით ვერსია არ აქვთ.

ისინი ამბობენ, რომ ვეფხია მდგომარეობიდან იყო გამოსული, რადგან ამას საღ გონებაზე მყოფი ვერ ჩაიდენდა.

“არანაირი ვერსია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გააკეთა ეს. მას არ ვიცავ, აუცილებლად უნდა მიიღოს სასჯელი, მაგრამ არ არის ისეთი ადამიანი, რომ ასე წამოუაროს და ეს გააკეთოს… რაღაც დიდ ზომამდე მიიყვანეს. ეგ რომ მდგომარეობიდან გამოვა, ეგ შინაგანად მოკვდება. ვერ გადაიტანს იმას, რომ თვითონ ეგ ჩაიდინა. მაშინ არ იყო საღ გონებაზე ალბათ, ნორმალურ გონებაზე რომ ყოფილიყო, ვერ ჩაიდენდა”, – განაცხადა ქეთი ბაქრაძემ.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი შვილების თვალწინ მოკლეს. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მკვლელობაში ბრალდებული, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძეა, რომელიც მკვლელობიდან მეორე დღეს, თელეთში დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g