კორონავირუსით გარდაცვლილი, 20 წლის ფეხბურთელის მეგობარმა ვახო ჩარკვიანთან მიმოწერა გაასაჯაროვა.
“მე არ მეკარება, ჯვარი მწერია, მაგრამ მაგრად მეშინია”,- წერს ფეხბურთელი მეგობარს.
ამის შემდეგ, ვახო აღნიშნავს, რომ ის ვაქცინაციაზე ფიქრობს.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი ბიჭი, ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.