LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპრომატი რა შუაშია, გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?: კახა კალაძე

166
კახა კალაძე

„კომპრომატი რა შუაშია, გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნლიტების კითხვას, „გადაიქცა თუ არა ნარკოტესტის ჩაბარება კომპრომატების ბრძოლად თუ ეს არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია“.

მისი განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია და ეგონა, რომ ამ მიმართულებაზე ყველას მხარდაჭერა ექნებოდა.

ის ასევე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, რომ საზოგადოებას ტესტებთან დაკავშირებით მალე საინტერესო ინფორმაციას გაანდობს. ელოდება თუ არა მის წინააღმდეგ კომპრომატის გამოქვეყნებას – კალაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვის საინტერესო აღარ არის.

„მოვუწოდე, მეგონა ყველას მხრიდან იქნებოდა მხარდაჭერა ამ მიმართულებაზე, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ყველგან არის შესაბამისი სივრცეები იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამის პოპულარიზაცია ყველა პოლიტიკოსისთვის პლუსია და არა მინუსი. არ ვიცი, იმდენი ვისაუბრეთ ამ თემაზე, საერთოდ აღარ არის საინტერესო, რამდენიმე დღის წინ წარვადგინე ურბანული პოლიტიკა და ვაპირებ მომდევნო დღეებშიც ვისაუბრო მნიშვნელოვან სიახლეებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ზოგიერთებმა, სამწუხაროდ, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით ბანკებით დაიწყეს სირბილი, მე ამისთვის ახლა არ მცალია” – გიორგი გახარია ნარკოტესტის გაკეთებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g