LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურეკის საკურორტო ზონის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

123

ზაფხულისთვის მზადების ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აგრძელებს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, კომპანია დაბა ურეკში ახალი მაღალი ძაბვის მიწისქვეშა ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდება ურეკის საკურორტო ზონის ენერგომომარაგება.

„სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს ძველი კაბელის დემონტაჟი და იჭიმება ახალი მიწისქვეშა სადენი, რის შედეგადაც დაბა ურეკის აბონენტების ენერგომომარაგება უფრო სტაბილური გახდება. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაიზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g