LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მხატვარი ლუკა ვადაჭკორია ლუქსემბურგის საერთაშორისო artfair-ში მონაწილეობს

259
lukavadajkoria

ლუქსემბურგის დედაქალაქში ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა გაყიდვა art3f luxembourg მიმდინარეობს. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას დასავლეთ ევროპაში. წლევანდელ მიმდინარე ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ მხატვრებს შორის მონაწილეობას იღებს თანამედროვე ქართველი მხატვარი ლუკა ვადაჭკორია.

გამოფენა-გაყიდვა ყოველწლიურად იმართება ლუქსემბურგში, საფრანგეთში, ბელგიასა და მონაკოში.

ლუკა ვადაჭკორიამ 2009 წელს დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მის მიერ შექმნილი ექსპრესიული და სიურრეალისტური ნამუშევრები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კერძო კოლექციებშია დაცული. ფერწერული ტილო “ჯაზი” საქართველოს, თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის საკუთრებაა. ლუკა, როგორც თანამედროვე ქართველი მხატვარი, მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე ოთხი ნამუშევრით არის წარმოდგენილი. 3-დღიანი გამოფენა ლუქსემბურგში 19 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე დასრულდება.

მომავალი წლის აპრილში ლუკა კოპენჰაგენის საერთაშორისო გამოფენაზეა მიწვეული.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g