ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც საადვოკატო კომპანია BLB-ს წარმოადგენს, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მსოფლიო მედიამაგნატის, „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის დაცვას უზრუნველყოფს.
მაია მწარიაშვილი:
ეს დავა ახლა არ დაწყებულა. სარჩელი შევიდა სასამართლოში, ის საჯაროა, ქვეყნდება და ყველამ ნახა. მინდა გითხრათ, რომ ეს სარჩელი იმდენად გასაგები იყო მთელი მსოფლიოსთვის, სარჩელით გაიგო ყველამ ყველაფერი, დამატებითი არგუმენტაცია არავის დასჭირდა და ამან ასწია წარმოუდგენელი მხარდაჭერა, რაც აქვს ქალბატონ ნონას ამერიკულ მედიაში და სოციალურ ქსელებში. ამერიკულ აუდიტორიას ძალიან კარგად ესმის, რომ დავა დაიწყო გაცილებით ადრე – ჩვენ „ნეტფლიქსს“ შევთავაზეთ, გაესწორებინა ყალბი ცნობები და მოეხადა ბოდიში ნებისმიერი ფორმით, რაც კომუნიკაციის საგანი უნდა ყოფილიყო. მიდიოდა ეს მოლაპარაკებები, რომლებიც რაღაც ეტაპზე გაჩერდა, „ნეტფლიქსისგან“ შეჯამების სახით მივიღეთ პასუხი, რომ ეს იყო უწყინარი რეპლიკა.
ორი ბრწყინვალე ამერიკელი ადვოკატი წარმოგვადგენს და აქედან ჩვენი იურიდიული კომპანია. „ნეტფლიქსის“ მხოლოდ მოკლე განცხადება გავრცელდა სარჩელის შეტანის შემდეგ, რომელიც ნიუ იორკ ტაიმსმა ჩაწერა, ისინი ადასტურებენ დიდ პატივისცემას ქალბატონი ნონას მიმართ, მაგრამ იდავებენ სასამართლოში. მათ სარჩელი ჩაბარდათ გუშინ. ახლა არის სამართლებრივი პროცედურები. ველოდებით „ნეტფლიქსის“ ოფიციალურ პოზიციას. მოლაპარაკების არც ერთ ეტაპზე მათი არგუმენტი არ ყოფილა, რომ ეს არის მხატვრული ფილმი და მოგონილი ამბავი. ეს არგუმენტი წინ წამოწეული არ ყოფილა.
ძალიან ფრთხილი პროცესია. ვინაიდან საზოგადოების მაღალი ინტერესია, ჩვენი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდება ის, რისი გასაჯაროებაც შესაძლებელი იქნება. 60 დღის ვადაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ „ნეტფლიქსის“ სამართლებრივი პოზიცია, შემდეგ ჩვენი სტრატეგია და ასე მივყვებით, თვეების პერსპექტივაში გამოიკვეთება რაღაც სურათი. მოსამართლე შერჩეულია. ძალიან დამსახურებული ქალბატონია. ძალიან ხმაურიანი და გაბედული გადაწყვეტილებების ავტორია, ამიტომ მაღალი მოლოდინი გვაქვს. რადგან სარჩელი წავიდა სასამართლოში, მოგების იმედიც გვაქვს.
ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ უჩივის და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს
ანა დოლიძე: “აი მარადონა რომ ყავთ არგენტინელებს