LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 5 ვაკანსია გამოცხადდა

213
242875374-4223251417772286-396428615327866597-n

20-24 სექტემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ორგანიზებით, დასაქმების კვირეული გაიმართა. სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, ღონისძიებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც ჩაერთო. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კვირეული ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თითოეული მათგანისთვის დაესვათ კითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ იმ უნარ-ჩვევებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დასაქმების მსურველი კანდიდატებისგან ითხოვს.

ამ ეტაპზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 5 ვაკანსიაა გამოცხადებული: კომპანიის ცენტრალურ ოფისში შემოსავლების აღრიცხვისა და ბილინგის სამსახურის მენეჯერის, ფინანსური კოორდინატორის, იურისტისა და საავიაციო ბიზნესგანვითარების კოორდინატორის პოზიციაზე. ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – ბილინგის მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საავიაციო უნივერსიტეტს შორის რამდენიმე თვის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშომლობის ძირითადი მიზანი ავიაციაში პროფესიონალი კადრების აღზრდაა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ორმა სტუდენმა უკვე გაიარა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მესტიისა და ქუთაისის აეროპორტებში.

დასაქმების კვირეულის დასრულებისთანავე კი საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების ახალ ნაკადს შესაძლებლობა აქვთ, გააგზავნონ CV იმ მიმართულებით, სადაც სამომავლოდ, დასაქმების სურვილი აქვთ.

ფოტო: David Tabagari

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g