LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, ღირსეულად უნდა დავხვდეთ: თაკო ჩარკვიანი

432
BeFunky-collage

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების საკითხს პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ეხმაურება.

“დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ.” – აცხადებს ჩარკვიანი

როგორც თაკო ჩარკვიანი ამბობს, არ უნდა მიეცეს “, რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას” მესამე პრეზიდენტის გასამართლების საშუალება.

“პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად, ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა!” – აცხადებს თაკო ჩარკვიანი

გუშინ სააკაშვილმა გაავრცელა ავიაბილეთი, რის მიხედვითაც ის საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბრის ღამეს აპირებს.

მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმაც. 

პრემიერი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, რადგან მან იცის რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდება

mazda magti 5g