LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? – შევა ციხეში: ღარიბაშვილი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე

246
BeFunky-collage (12)

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, რადგან მან იცის რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდება

“რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? მინდა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ, ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში,” – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანაა.

“მისი ერთადერთი მიზანი ძალაუფლების დაბრუნებაა. დღეს სახელმწიფო ძლიერია და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა აგებს კანონის ფარგლებში პასუხს.” – აცხადებს პრემიერი

“დაუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდეს. რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ვერავინ შეეწინააღმდეგება ამ მიწაზე. რა თქმა უნდა სააკაშვილი მსჯავრდებულია. ის იმსახურებს ციხეს. ამას გარდა, ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს არის სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს? 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი მხარმდაჭერის მობილიზება შეგვიძლია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, მას აეროპორტში “ასიათასობით გაბრაზებული და გამწარებული ადამიანი დახვდება”.

“სააკაშვილს, რა თქმა უნდა, დახვდება ასიათასობით ადამიანი, მასზე გაბრაზებული, გამწარებული ადამიანი. მე ვიძახი ზოგადად, მოსახლეობისთვის რომ განვმარტო”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ვინ დააორგანიზებს ამ “დახვედრას” და იქნება თუ არა ჩართული ამაში “ქართული ოცნება”.

“რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ”

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და სააკაშვილს დაიცავს, სცრუე და სიყალბეა.

“ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის რა თქმა უნდა სრული სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს, ჩვენ გვკითხონ რამდენი ადამიანის, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია ჩვენ გუნდს.

გუშინ სააკაშვილმა გაავრცელა ავიაბილეთი, რის მიხედვითაც ის საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბრის ღამეს აპირებს.

 

magti 5g