“ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ელოდება.
პარტიის ცენტრალური ოფისის წინ სცენის მონტაჟი თითქმის დასრულდა.
სცენის აწყობის პროცესში “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მივიდა.
მან მმართველი გუნდის წევრებს – მამუკა ჯაფარიძეს და პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პირობა მისცა, რომ “საღამოს შეუვლის”.
სცენაზე ხმის გამაძლიერებელ აპარატურასთან ერთად, განთავსებულია მონიტორი და ბანერები პარტიის სანომრე ნიშნით.
ცნობისთვის, პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიზე იმყოფებოდა „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც პარტიის ლიდერებს მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს მიმართა კითხვით, რომელ საათზე გეგმავენ საზეიმო ღონისძიებას, რაზეც უთხრეს, რომ 20:00საათზე.
ამის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ 19:00 საათზე მივა და „საუნდჩექს“ შეამოწმებს.
