LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის 25 პირი დაჯარიმდა

78

თამბაქოს მოხმარების კანონის ამოქმედებიდან ერთი კვირის განმავლობაში, კანონის დარღვევისთვის 25 პირი დაჯარიმდა. მათ შორის, 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შესახებ უწყებაში სულ 46 შეტყობინება შევიდა.

„1-ელი მაისიდან 8 მაისამდე საქართველოს მასშტაბით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის სულ 46 შეტყობინება შემოვიდა. კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდა 12 ფიზიკური პირი და 13 იურიდიული პირი. საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირების ოქმი გამოსცა,“ – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g