LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებთ, ეს ყველაფერი “აბსურდის თეატრია”: პესკოვი

332
დიმიტრი პესკოვი

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ უახლესი მოვლენები, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, “აბსურდის თეატრს” ჰგავს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი ამ სიტყვებით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ “პუტინის პირადი პატიმარია”.

“ჩვენ ალბათ არ გავაკეთებდით კომენტარს ბატონ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია.” – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველოშია, პესკოვმა მიმდინარე მოვლენები შეაფასა და თქვა, რომ “სადაც სააკაშვილია, იქ არის ცირკი”.

როგორც მან აღნიშნა, “კრემლი ვერ ხედავს დესტაბილიზაციის რაიმე განსაკუთრებულ რისკს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არ წარმოადგენს საფრთხეს ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც სააკაშვილია”.

magti 5g