LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის შემთხვევის გამო, თბილისში ორი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

97
საბავშვო ბაღი

კორონავირუსის შემთხვევის გამო, თბილისში ორი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

„არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია, თბილისის საჯარო ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ. რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა.

ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში. ბოლო მონაცემით, ამ მიზეზით უკვე დაიხურა ორი საბავშვო ბაღი – მე-100 და 45-ე“, ორივე შემთხვევაში, ვირუსი დაუდასტურდა აღსაზრდელს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში, კერძოდ კი, 74-ე საბავშვო ბაღის ჯგუფში წერენ, რომ ორჯერადად აცრილ თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც 18 ოქტომბრამდე, სააღმზრდელო დაწესებულება მუშაობას წყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს დაიწყო.

კოვიდ-19-ის შემთხვევების გამო ბათუმის 33-ე ბაღი დროებით დაიხურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g