LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ-19-ის შემთხვევების გამო ბათუმის 33-ე ბაღი დროებით დაიხურა

146
1

კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენის გამო, ბათუმის 33 საბავშვო ბაღი დაიხურა.ვირუსი ორ აღსაზრდელს დაუდასტურდა. ინფორმაცია “ფორტუნას” ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დაუდასტურეს. აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნებათ მაღალი სიცხეები.

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ბაღი დღეს დაიხურა და პროტოკოლის მიხედვით, ორი კვირის მანძილზე არ იმუშავებს:

“კოვიდ-19 პედაგოგს არ დადასტურებია. ვირუსი გუშინ დაუდასტურდა ორ აღსაზრდელს და მესამეს პასუხს დღეს ელოდებიან. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი პროტოკოლისა და რეგულაციების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღი იხურება. 33-ე ბაღი დღეს დაიხურა და ორი კვირის განმავლობაში იქნება დახურული. აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნებათ მაღალი სიცხეები”, – განუცხადეს “ფორტუნას” ბაღების გაერთიანებაში.

რაც შეეხება ვაქცინირებულ პერსონალს, ბაღების გაერთიანებაში გვითხრეს, ამ ეტაპზე, თანამშრომელთა 70%-ია ვაქცინირებული.

“ბათუმის მუნიციპალურ ბაღებში სულ, სრული პერსონალით 1 310 თანამშრომელია, მათგან 820 თანამშრომელი არის ვაქცინირებული, რაც თითქმის 70 %-ია და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება სხვა ბაღებს, სააღმზრდელო პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს ყველა რეგულაციის დაცვით – დაგვა, დასუფთავება, დეზინფექცია ჩატარებულია, პრევინციული ზომები მიღებულია, პროტოკოლის მიხედვით ყველა წესს ვიცავთ.” – განაცხადეს ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღების გაერთიანებაში.

4 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები და გასართობი ცენტრები მუშაობას განაახლებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g