LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” თბილისში, 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბურ აქციას აანონსებს

91
186491594-3039900029578141-4863873614732504904-n

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.

როგორც მელია აღნიშნავს, აქცია 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

„უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის – ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო – ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს“, – განაცხადა მელიამ.

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები