“ნაციონალურმა მოძრაობა” ხვალ, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ აქციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
აღნიშნულს ეხმიანება თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში და წერს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად არასწორია.
“კოალიციაში შემავალნო “პატარა “პარტიებო !!! ამიხსენით ( მორალზე არ ვსაუბრობ) რა განცხადებაა ეს: “14 ოქტომბერს ნაც . პარტიის აქციას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არ ვუერთდებითო?! ”
აბა გავაანალიზოთ ახლა,რომელი “მხრიდან ” არის სწორი ეს განცხადება : პოლიტიკურად?! რა თქმა უნდა არა,რადგან
1- არჩევნებში თქვენმა დაბალმა პროცენტებმა, თქვენმა რეიტინგმა აჩვენა , რომ დიდი სარგებელი მიიღეთ ნაც. მოძრაობის -პარტიის ამომრჩევლის ხარჯზე
2- კაცურად და მორალურად კი, ის რომ ყველანი ძალიან, ძალიან ახლო გარემოცვა იყავით სააკაშვილის დროს და მაშინაც დიდი სარგებელი მიიღეთ
3- კიდევ ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობს, ის რუსეთის მიერ დევნილია და ყველაზე კარგად თქვენ იცით რა მახინჯი მართლმსაჯულების ხელშია, რადგან თავად გაჰყვირიხართ როცა თქვენს ბიზნეს ეხება ხოლმე ფიტნეს კლუბი იქნება ეს თუ დიდი ბიზნეს პროექტები , თავად დოკუმენტებზე აწერთ ხელს, რომ კრიმინალური სამართლებრივი სისტემის რეფორმა მოხდეს.
4- კი ის არის ,რომ კარგი იქნებოდა გაგეაზრებინათ ის , რომ დაჭერილი და მოშიმშილე კაცის , რომლის პარტიის ამომრჩევლის ხმებით სარგებელს ელოდებით, მის მხარდასაჭერ აქციაზე არ მისვლა, თქვენი პოლიტიკური სიკვდილია, ხოლო მესამე პრეზიდენტი რუსეთის მსახურ- ვასალ ხელისუფლებას მოვაკვლევინოთ ჩვენი დიდი სირცხვილი!
სააკაშვილის სიკვდილი თუ არ გაწუხებთ, კოალიციაში “შემავალნო” , იქნებ თქვენი პოლიტიკური სიკვდილის გამო მაინც მიხვიდეთ სოლიდარობის აქციაზე!”,- წერს თაკო ჩარკვიანი.