LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის მე-5 ტალღა – ექსპერტები საზოგადოებას მასობრივი შეკრებებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ

95
მაკა ბულეიშვილი

გაუარესებული ეპიდვითარება, – მე-5 ტალღა დაწყებულია. სპეციალისტები რეგულაციების გამკაცრებას აანონსებენ.

ეპიდემიოლოგების აზრით, იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის პროცესი არ გააქტიურდება და ამასთან ერთად, არ ამოქმედდება ვითარების კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების დაცვა, დამატებითი შეზღუდვები გარდაუვალი იქნება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექსპერტი მაკა ბულეიშვილის აზრით მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა. პროფესორი საზოგადოებას თავშეყრისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

“საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილებისგან. გამორიცხული არ არის გარკვეული რეგულაციების დაწესების საკითხი დადგეს,”- აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g