LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: სახელწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება, ციხეში, მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო

353
სააკა ჯვარი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს და ეხმაურება ინფორმაციას, რომელიც მის რელიგიურ შეხედულებებთან დაკავშირებით ვრცელდება.

სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე წერია, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც უწმინდესის წირვას დაესწრო, დღემდე რჩება მის სულიერ შვილად და მხარს უჭერს მის ყველა პოზიციას.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, სახელწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ ეძლევა უფლება, ციხეში მკერდზე თავისი პატარა ჯვარი ატაროს:

“მინდა ვუპასუხო პროვოკაციას, რომლის უკან აშკარად რუსული ყურები მოსჩანს. კომუნისტების დროიდან, 1979 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩემს მასწავლებელ მარა ჭავჭავაძესთან ერთად, ჯერ კიდევ ბავშვი დავესწარი უწმინდესის წირვას, ვრჩები მის სულიერ შვილად და მხარს ვუჭერ ყველა მის პოზიციას, ძირითადად საეკლესიო საკითხებზე.

პირველი მინისტრი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის გავაფორმე ხელშეკრულება და საფუძველი ჩავუყარეთ მოგვიანებით კონკორდატს. თბილისის საკრებულოს თავჯდომარეობის დროს ერთად ვიბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად, ერთად აღვადგინეთ ბაგრატის, შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები…. შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ მისი და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი.

იქნებ, ამ სპეკულაციების ავტორებმა იმაზე ამოიღოს ხმა, რომ სახელწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება, ციხეში მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო და რაც შეეხება დანარჩენს, არავის არ ვურჩევ ისტორიის გადაწერას, ვინაიდან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს.” – წერს სააკაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g