LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან რატიანის პროგნოზი: “მალე ქვეყანას კოვიდთან მებრძოლი აღარ ეყოლება, თუ ასე გაგრძელდება ვერც ერთი ვერ გადავრჩებით”

6991
levan-ratiani-w-h

“კოვიდთან მებრძოლი ძალიან მალე არ ეყოლება. თუ ასე გაგრძელდა მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება დრო, რასაც კოლაფსი ჰქვია ჩვენდა სამწუხაროდ და ვერც ერთი ვერ გადავრჩებით,”-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეპიდვითარებას რესურსი ვერ გაუძლებს და ქვეყანა კოლაფსის წინაშე დადგება.

“თუ არ იქნა ვაქცინაცია მასიური, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი, ამიტომ სულ გვექნება პერიოდი აღმავალი პიკი და დაღმავალი. რომ არ მოხდეს ტალღისებურად ინფექცია, არ მიიღოს ამან რასაც ჰქვია სპორადული ხასიათის ინფექცია, ჯერ ამაზე ლაპარაკი შორსაა, თუმცა ამიტომ უნდა მოხდეს ინფექციის ლიკვიდაცია.

ძალიან მეშინია ხოლმე ამას ვამბობ, მაგრამ დადგება პერიოდი, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას საექიმო საზოგადოება, კოვიდთან მებრძოლი ძალიან მალე არ ეყოლება. თუ ასე გაგრძელდა მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება დრო, რასაც კოლაფსი ჰქვია ჩვენდა სამწუხაროდ და ვერც ერთი ვერ გადავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა,” – ამბობს ლევან რატიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g