LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ადვოკატი: განვიხილეთ ის შესაძლო პროვოკაციები, რომელიც შესაძლებელია ხელისუფლებამ განახორციელოს

124
შოთა თუთბერიძე - იპნ-ს ფოტო

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს, თუმცა შიმშილობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უკვე აისახა.

როგორც ადვოკატმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ისაუბრეს იმ პროვოკაციებზე, რაც შესაძლოა, ხელისუფლების მხრიდან განხორციელდეს.

„ძალიან შემართულია, მხნედ არის მორალური თვალსაზრისით, მაგრამ ცხადია, შიმშილობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. ამასთან დაკავშირებით ექიმები ისაუბრებენ.

რაც შეეხება ჩვენი საუბრის თემას, ცხადია, განვიხილეთ ის შესაძლო პროვოკაციები, რომელიც შესაძლებელია ხელისუფლებამ განახორციელოს. მისი პოზიცია არის უცვლელი და ურყევი, ისეთი, როგორიც წინა დღეების განმავლობაში იყო, ის მზად არის და აგრძელებს პროტესტის გამოხატვას. ითხოვს, რომ პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური რეპრესიები მთავრობის მხრიდან შეწყდეს და მთელი ეს რესურსი ქართველ ხალხზე, საქართველოზე ზრუნვას მოხმარდეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვისთვის არის აუცილებელი: „მიხეილ სააკაშვილს უნდა გაეწიოს და გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მისი განმარტებით, შესაძლო პროვოკაციულ ქმედებებში ის გულისხმობს ხელისუფლების ქმედებებს, რამაც შესაძლოა სიტუაციის გამწვავება გამოიწვიოს. მან დამატებითი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

„მიხეილ სააკაშვილს ყველა შესაძლო პროვოკაციაზე აქვს პასუხი და დაცვის მხარე, ჩვენც, მისი უფლებადამცველები და რაც მთავარია, ქართველი ხალხი, ყველა შესაძლოა პროვოკაციას გავცემთ პასუხს, ცხადია, კანონმდებლობის ფარგლებში“, -განაცხადა თუთბერიძემ და დასძინა, რომ ექიმთა კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g