LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმუნიზაციის პროცესში სამედიცინო სექტორი სამაგალითო უნდა იყოს, თუ ეს ნებაყოფლობით არ მოხდება, ჩემი სურვილია, მათთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს: მარინა ეზუგბაია

69
მარინა-ეზუგბაიას-განმარტებები-კორონავირუსის-გავრცელებასთან-დაკავშირებით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის გასაუმჯობესებლად კორორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, ვაქცინაციის ტემპის დავარდნა ქვეყნისთვის არაერთი მიმართულებით არის შემაფერხებელი. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მოქალაქეებს და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდებს აიცრან.

ტიკარაძე წინააღმდეგია, აცრა გახდეს სავალდებულო: “დარწმუნებული ვარ, ნეგატიური პროცესები მოჰყვება”

„საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. მგონია, რომ გარკვეულწილად პიკია. ჩვენი სურვილია, ჯანდაცვის სისტემამ თავისი ვერტიკალით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა, კლინიკურმა სექტორმა და ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება გარკვეულწილად შევაკავოთ,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დაავადების დაძლევის ერთადერთი გზა გვრჩება: მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ვაქცინაციის ტემპის დავარდნა არის ქვეყნისთვის ძალიან შემაფერხებელი, შემაფერხებელია ეკონომიკის განვითარებისთვისაც.

ეპიდვითარება საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ბოლო 10 დღის მონაცემები – მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა: ალექსანდრე გოგინავა

„საერთოდ, ვაქცინაციის შეფერხება ნიშნავს, რომ დაავადების სტაბილიზაციას ვერ მოვახერხებთ და მუდმივად გვექნება ასეთი ტალღები. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ვაქცინაცია.

მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, განსაკუთრებით სამედიცინო სექტორს ვთხოვო, რადგან ისინი უნდა იყვნენ სამაგალითოები ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რამდენად აუცილებელია ვაქცინაცია.

თუ ნებაყოფლობით ეს არ მოხდება, ჩემი პირადი აზრი, სურვილია, რომ მაშინ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს სამედიცინო სფეროში, რათა იყოს მაგალითი, როგორ მოხდეს კოვიდინფექციის დამარცხება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ ასევე მიმართა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, დაფიქრდნენ და ხელი არ შეუშალონ ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესს. მისი თქმით, ეს არის ომი და ამ ომის მოგება შეიძლება მხოლოდ ვაქცინაციით.

„შეფერხება განპირობებულია ვაქცინაციის საწინააღმდეგო ძლიერი მოძრაობით, ე.წ. ანტივაქსერული მოძრაობით. მინდა, მივმართო თითოეულ მათგანს, ძალიან დიდ ტვირთს იღებენ საკუთარ მხრებზე, თითოეული მათგანის მიერ დაბრკოლებული პიროვნება, რომელიც ინფიცირდება და მისი სიცოცხლე შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს, ამ ანტივაქსერულ მოძრაობაში მყოფი ადამიანების მძიმე ტვირთია.

ჩვენ ყველა ვაგებთ პასუხს ჩვენს ქმედებებზე. მინდა, მივმართო ანტივაქსერებს, რომ დაფიქრდნენ, რადგან ძალიან დიდი ტვირთია, რასაც ისინი იღებენ. დაანებონ თავი აგიტაციას და ანტივაქსერულ მოძრაობას, გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში და მოსახლეობას დაანახონ, რომ ვაქცინაცია არის კოვიდ დაავადების დამმარცხებელი, სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი.

ვრცლად ამავე თემაზე:

გამყრელიძე: კორონავირუსით დღემდე 103 927 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, 9 კი გარდაიცვალა

დელტა+ სხვა გენეტიკური ვარიანტია, ჩვენთან ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა: გამყრელიძე

magti 5g