LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავარკვიო რამდენადაა დაცული მისი უფლებები“- უკრაინის ომბუდსმენმა სააკაშვილი მოინახულა

69
248968996-365793392008720-3649386887526177836-n

უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც ვიზიტის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანია, გაარკვიოს, თუ რამდენად არის დაცული ყოფილი პრეზიდენტის უფლებები.

„დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა.

მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას ციხის საავადმყოფოში. თუ საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტისთვისაა საჭირო, მე მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი არის ის, რომ გავარკვიო, რამდენადაა დაცული მისი უფლებები აქ.

გუშინ იყო ჩამოსული ერთი ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან. გავარკვევთ რამდენად სწორად არ შემოუშვეს ადვოკატი ქვეყანაში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო მიხეილს რა უნდა, რომ შემდგომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ,“ – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ.

“ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე” – სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის #12 დაწესებულებაში მისი დაკავების დღიდან – 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

 

magti 5g