საქართველოს ეროვნული კინოცენტრი იუწყება, რომ ლაიფციგში საერთაშორისო კინოფესტივალზე DOK Leipzig მიმდინარე კოპროდუქციის ბაზრობაზე ელენე მიქაბერიძის ფილმის პროექტი „ოცნება კადილაკზე“ Current Time TV-ის ჯილდოს მფლობელი გახდა!
ფილმი ჯერჯერობით ეკრანებზე არ გამოსულა. ის ქართულ-ფრანგული კოპროდუქციის შედეგია.
