შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში უკრაინის მოქალაქეების არ შემოშვებასთან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს.
„რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია“- უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს
გარდა ამისა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არც ის შეუშვეს.
“ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე” – სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს
ამასთან, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ გუშინ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში თავადაც შეფერხებით შემოვიდა, რადგან მისი სიტყვებით, მესაზღვრეები აეროპორტში 40 წუთის განმავლობაში კითხავდნენ, თუ რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში.
უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე დამაყოვნეს და მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი – მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს
ამავე თემაზე:
გორდონი: ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა – საქართველოს ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, რომელთან ინტერვიუს ჩაწერაც პირდაპირ ციხეში მსურდა
სიმონიშვილი უკრაინელი ადვოკატისა და ჟურნალისტის არ შემოშვებაზე: ქვეყანა „ბელარუსიზაციის“ ახალ ეტაპზე გადადის – შსს-ს ხმის ამოღება და განმარტების გაკეთება მართებს
შეშფოთებული ვარ საქართველოში შემოსვლის დროს უკრაინის ომბუდსმენისთვის შექმნილი დაბრკოლების ფაქტით: სახალხო დამცველი
ელენე ხოშტარია: გავრილოვი ჩამოჰყავთ და გორდონს არ უშვებენ! მეტი როგორ აგიხსნან საკუთარი პრიორიტეტები?