რას შეცვლის ოპოზიციის შესაძლო გამარჯვება გარკვეულ მუნიციპალიტეტში და რა ბერკეტები ექნება ნიკა მელიას, რომელმაც 20 ოქტომბერს თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა – ამ საკითხზე ექსპერტმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ისაუბრა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტურში დედაქალაქის მოქმედი მერი მოიპოვებს დიდი ალბათობით გამარჯვებას, თუმცა ასევე, განიხილავს შესაძლო სცენარებს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.
„ჩემი აზრით, თბილისში კალაძე კონკურს გარეშეა, ძალიან მცირე შანსია იმის, რომ მელია გაიმარჯვებს.
თუ დავუშვებთ, რომ ნიკა მელიამ გაიმარჯვა, თავისთავად ეს ჩრდილოვანი კაბინეტი ზოგადად, კარგი ფორმაა, თუმცა თუ დააკვირდებით ჩრდილოვან კაბინეტში გაცილებით დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი „ლელოს“ მხარე, ვიდრე დანარჩენი პოლიტიკური ძალები.
„გახარიას ელექტორატი ძირითადად „ოცნებისკენ“ გადაიხრება, ანა დოლიძის შეიძლება შუაზე გაიყოს“ - ვისი ხმები გადაწყვეტს არჩევნების ბედს
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის აქცია ისეთი მომგებიანი არ იქნება, როგორც ეს ხელისუფლებას ჰგონია.
ეს არ არის მხოლოდ იმაზე გათვლილი, რომ აქ პროფესიონალები არიან და ა.შ.
ეს გათვლილია „ლელოს“ ელექტორატის მოზიდვაზე. რაც შეეხება იმას, რა მოხდება ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლება რამდენიმე საკრებულომ არ დაამტკიცოს ეს ჩრდილოვანი კაბინეტი, მაგრამ ამასთანავე, მერს შეუძლია მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს. შემდეგ ისევ იწყება დაპირისპირება და მივდივართ არჩევნებამდე. დანარჩენ რეგიონებშიც ასეთივე პრობლემა იქნება.
კონტროლი სხვაა და დაპირისპირება სხვა, აი, ამ ზღვარს ვერ ვნახულობთ და ეს არის პრობლემა. დიდი ალბათობით, ისევ საპროტესტო მიტინგები იქნება, მაგრამ გააჩნია როგორ მოიქცევა ცეტრალური ხელისუფლება და როგორი შეფასება ექნებათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.
ვვარაუდობ, რომ შეფასება იქნება ისეთივე, რაც იყო პირველი ტურის შედეგების დროს, თუ ასე მოხდა, ოპოზიციის აქციები არაფრის მომტანი იქნება“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძე “ფორტუნას” ეთერში.