რეჟისორ დათო ბორჩხაძის ფილმი „Neighbour / მეზობელი“ ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის 2021 წლის მთავარ სელექციაში იასპარეზებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფილმის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ დათო ბორჩხაძის ფილმი – Neighbour / მეზობელი – ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის 2021 წლის მთავარ სელექციაში იასპარეზებს
ფილმი ნაჩვენები იქნება ნიუ იორკში 1-3 დეკემბრის პერიოდში“, – წერია განცხადებაში.

