სქემა რომ არ გაშიფრულიყო, შესაძლოა, დღეს საქართველოში უფრო დაძაბული პროცესები მიგვეღო, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის სქემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე სიტყვებით, „ეს ეპიზოდიც, სავარაუდოდ, შევა დიდ სქემაში, რასაც ქვეყანაში არსეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა ჰქვია”.
ამასთან, როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, მომავალში საზოგადოებას საინტერესო ფაქტები და პროცესები ელოდება.
“წინ აუცილებლად გვექნება საინტერესო ფაქტები, გველოდება საინტერესო პროცესები და ამას გაიგებთ იმის შესაბამისად, რა ინტენსივობითაც გაგრძელდება გამოძიება და რა ინტენსივობითაც მოხერხდება ამ საქმეებში გამავალი პირების გამოკითხვა“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.