ინტერნეტში ვრცელდება პირველი კადრები ოპრა უინფრის საახალწლო შოუდან, რომლის სტუმარი ადელია. 20 წამიან თიზერში, რომელსაც უკვე უამრავი ნახვა აქვს, ჩანს ადელის გამოსვლა „გრიფიტის ობსერვატორიის“ სცენაზე, სადაც ის ახალ სიმღერას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ასრულებს. მუსიკოსს გრძელი შავი კაბა აცვია და საოცრად გამოიყურება. ,,მხოლოდ ერთი ღამით” – ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც დეკემბერში „ბიბისის“ ეთერით გავა და ინტერვიუსთან ერთად იქნება გასაოცარი მუსიკალური ნომრები ადელის ახალი ალბომიდან.
ვიდეოს კადრებში ასევე ჩანს ოფრა უინფრისა და ადელის ინტერვიუს ფრაგმენტი. აქ უკვე ადელი თეთრ პიჯაკსა და შარვალშია გამოწყობილი.
დელის ტრიუმფი Spotify-ზე და უახლესი ფოტოები, რომელშიც ვარსკვლავი შოკისმომგვრელად გამოიყურება