რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დღეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მორიგი აქცია იმართება.
აქციის მთავარი სლოგანია – “თავისუფლება მიშას”.
აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, პროტესტი იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში არ გადაიყვანენ და ასევე საბოლოოდ მას არ გაათავისუფლებენ:
“ნებისმიერი პროცესი შეიძლება განვითარდეს, ამიტომ, მას სასწრაფოდ სჭირდება პროფესიონალური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და არა ამ ციხეში და არა იმ რეანომობილის დახმარებით, რომელიც აქ მორიგეობს.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი მოთხოვნები და ეს აქციები გაიმართება ყოველდღე, ვიდრე არ გადაიყვანენ სააკაშვილს საავადმყოფოში და ასევე გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.” – განაცხადა უდუმაშვილმა.