აზერბაიჯანი პანდემიას აკონტროლებს – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს.
„ჩვენ, წელს, 18 იანვრიდან, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ რეგიონში, რომელმაც 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის ნახევარზე მეტის ვაქცინაცია შეძლო“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს მე-8 გლობალურ ფორუმზე განაცხადა, რომელიც ტარდება დევიზით: „მსოფლიო კოვიდ 19-ის შემდეგ“.
„აზერბაიჯანში 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 60 %-ს ვაქცინის ორი დოზა აქვს მიღებული, ამჟამად პანდემია კონტროლს ექვემდებარება. ერთადერთი შეზღუდვა არის შენობებში პირბადეების ტარება. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ამ სიტუაციის კონტროლი,“- აღნიშნა ალიევმა.