ცნობილი ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი დიდი წარმატების შესახებ წერს. ის ლეგენდარული მუსიკოსის, ჩიკ კორეას ტრიოში დაუკრავს, მის ნაცვლად.
ბექამ ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა:
„ჩიკ კორეას ტრიოსთან, ჩიკ კორეას მაგივრად ვუკრავ – მე… 14 მარტს მექნება გამოსვლა JOHN PATITUCCI-სთან და DAVE WECKL-თან ერთად“
ჩიკ კორეა აღიარებული პიანისტი და კომპოზიტორია. მის ანგარიშზე არაერთი „გრემია“. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ლეგენდარულმა მუსიკოსმა გამოაქვეყნა თავისი საყვარელი პიანისტების სია, სადაც ბექა გოჩიაშვილიც შეიყვანა…