LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის ციხესთან აქტივისტებმა მუყაოს ქოხები განათავსეს – ნანუკა ჟორჟოლიანმა ადგილზე საველე სტუდია მოაწყო

245
საველე სტუდია

რუსთავის ციხესთან აქტივისტებმა მუყაოს ქოხები განათავსეს. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, ღამეს ციხესთან გაათევს.

ტელეწამყვანმა ტერიტორიაზე საველე სტუდია მოაწყო და აცხადებს, რომ ეს არის მისი პროტესტის ფორმა და აღნიშნული ადგილიდან ის სხვადასხვა ჩართვებს გააკეთებს.

თავიდან პოლიცია ნანუკა ჟორჟოლიანს ყუთის განთავსების უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მასსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„თავიდან გაუგებრობა იყო, არ იცოდნენ, რას ვაკეთებდი. ჩემი, როგორც ჟურნალისტის პროტესტია, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 24 საათიანი ეთერი უნდა მქონდეს არა სახლიდან, არა სტუდიიდან, არამედ უნდა მქონდეს აი, აქედან, მე ასე ვფიქრობ. ახლა არ არის დრო, რომ ჩვენი ღონიძიებები იყოს მოკლევადიანი, ამიტომ მინდა, რომ გრძელვადიანი ღონისძიება მქონდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიქნები აქ, – ამბობს ჟორჟოლიანი.

გარეკანის ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g